რეზონანსი
26.02.2020

25 თებერვალს, ღამის 3 საათი ხდებოდა, როცა პოლიციაში შეტყობინება შევიდა, ახალგაზრდა ძალოვნებს ატყობინებდა, რომ თბილისში, ზაზიაშვილის 25 ნომერში მკვლელობა მოხდა. პოლიციელები შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდნენ, სადაც საშინელი სურათი დახვდათ - საძინებელ ოთახში, საწოლში ორი დაჩეხილი ცხედარი ესვენა. ადგილზე იყვნენ გარდაცვლილი 73 წლის ზინა დარჩიაშვილი და მისი 45 წლის წლის ქალიშვილი, თამარ ზაუტაშვილი. ოფიციალური ინფორმაციით, მისმა ვაჟმა 19 წლის ნიკა ზაუტაშვილმა მკვლელობა წარსულში არსებული კონფლიქტის გამო ნაჯახით ჩაიდინა, მისთვის წაყენებული

ბრალი 16-დან 20 წლამდე ან თავისუფლების უვადო აღკვეთას ითვალისწინებს. ბიჭი ადგილზე დააკავეს.

როგორც ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, მისი სასოწარკვეთილი ხმა კარგა ხანს ესმოდათ. ის თურმე თავში ხელებს იშენდა და ყვიროდა, - მოვკალი, დედა მოვკალი!.. არადა, მეზობლების მტკიცებით, ოჯახი წლების განმავლობაში მშვიდად ცხოვრობდა, მომხდარ ტრაგედიამდე მათი სახლიდან არანაირი ხმაური არ გაუგიათ.

"უძილობა მაწუხებს და ღამით ეზოში გავდივარ ხოლმე. მათი სახლის წინ პატარა ქვა დევს და ბევრჯერ შუაღამით დამინახავს იმ ქვაზე დამჯდარი ნიკა. ჩაფიქრებული რამდენიმე საათიც კი მჯდარა. კონფლიქტური არ იყო, მაგრამ არც კონტაქტური იყო, თავის თავში ჩაკეტილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. 

იმ ღამითაც ხმაურზე გავედი ეზოში. ნელ-ნელა ტერიტორია პოლიცით გაივსო, უკვე აყვანილი ჰყავდათ ბრალდებული, მისი ღრიალი და განწირული ყვირილი ახლაც ჩამესმის ყურში,- დედა მოვკალიო! რაღაც სიტყვებსაც იძახდა, მაგრამ მანქანაში იჯდა და გარკვევით არ მესმოდა. ნეტავი რამე ხმაური გამეგო, მივეშველებოდი იმ საწყალ ქალებს. სოცრად კარგი ადამიანები იყვნენ", - განუცხადა "კვირის პალიტრას" ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

როგორც მეზობლები ამბობენ, ნიკას შეყვარებულიც ჰყავდა და ხშირად ხედავდნენ ამ გოგოს მათ სახლში. რა მოხდა რეალურად და რატომ დატრიალდა ეს ტრაგედია, ამაზე პასუხი ჯერ არავის აქვს. სავარაუდოდ, ბრალდებულს ფსიქიური ექსპერტიზაც ჩაუტარდება.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
lekso kutaisi   (26.02.2020)
MEORED MOSVLAA ABA RA ARI AMDENMA CODVEBMA DAAMDZIMA DEDAMICA UPLIS GZAS AR MIKVEBA XALXI DA AI HEDEGIC KORONAC MAGIS MAGALITIA DIDEBA UPALS


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×