რეზონანსი
27.02.2020

მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის სასამართლო სხდომას თბილისის საქალაქო სასამართლოში ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავაც დაესწრო.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ პეტრე ცაავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, საპატრიარქოს უნდა მიემართა სასამართლოსთვის, რათა მომხდარიყო გიორგი მამალაძისთვის სასჯელის გადავადება.

„საპატრიარქოში ვამბობდი, რომ ერთი წერილით ეშუამდგომლა პრეზიდენტისათვის, ასევე პირველი ნოემბრიდანვე შეეძლო გულწრფელი პატრიარქისა და საპატრიარქოს შემთხვევაში მიემართათ იუსტიციის სამინისტროსა და სასამართლოსათვის მამა გიორგის სამკურნალოდ საპყრობილიდან გამოსაყვანად, რაც არ გვაქვს. აქედან გამომდინარე ცხადია, თუ რამდენად არასამართლიანი და ცრუ პატრიარქისა და საპატრიარქოს ხელშია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია", - განაცხადა მეუფე პეტრემ.

სასამართლომ დღეს დეკანოზ გიორგი მამალაძის სასჯელის გადავადების საკითხზე იმსჯელა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის განხილვა ნომერ 18-ე მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში 5 მარტს ჩატარდება.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ИНЦИТАТУС   (27.02.2020)
Ра гиндат ам Петре Цаавасган, даумткицет сацинаамдего имиса расац титон амбобс да морчеба ес цру еклесиобис гниаси да цкавцкави. Меуфе Петре ар арис шнири.

გურული GOOGLE!   (27.02.2020)
ხელები შორს პატრიარქისგან შე გადაცმულო ნაცების "შნირო"!!!!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×