რეზონანსი
28.02.2020

მას შემდეგ, რაც რუსული და სირიული ავიაციის მოქმედების შედეგად ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია 29 თურქი გარდაცვლილი სამხედროს შესახებ, სულ უფრო იძაბება მდგომარეობა სირიის რეგიონ იდლიბში, სადაც თურქმა სამხედროებმა მძიმე საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს ასადის შეიარაღებული ძალების ჯგუფებს სხვადასხვა მიმართულებით. არსებობს უკვე პირველადი ცნობები სირიის არმიის რამდენიმე დამწვარი ტექნიკის შესახებ.

ბოლოდროინდელი მონაცემებით დასტურდება, რომ თურქეთმა სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა, რომლის ფონზეც სპეცსამსახურები, ჟანდარმერია და პოლიცია სამხედრო მდგომარეობისთვის მოემზადონ უნდა. ასევე თურქ ადგილობრივ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ ხვალ პარლამენტი იმსჯელებს ასადის რეჟიმისთვის ომის გამოცხადების საკითხზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლო აღმოსავლეთში შესაძლოა, ახალი ფართომასშტაბიანი რეგიონალური კონფლიქტი ვიხილოთ.

მიმდინარე დაძაბული სიტუაციის ფონზე ერთ-ერთ ტელევიზიაში ერდოღანის მრჩეველმა მესუტ ჰაკინ ქასინმა განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა რუსეთთან ომისთვის.

„რუსეთი, სადაც 25 მილიონი მუსლიმი ცხოვრობს შიგნიდან დაინგრევა. ჩვენ ადრე 16-ჯერ ვიომეთ რუსეთთან და ახლაც იმავეს გაავაკეთებთ, ჩვენი შურისძიება ძალზე სასტიკი იქნება“ - განაცხადა ქასინმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
გიზო   (29.02.2020)
ააზაღლოს ღმერთმა თურქეთი როგორც ჩვენი ისტორიული მტერიი ამინნნ

Marina   (28.02.2020)
Arcert kvekanas ar vusurveb oms,isev sacodavi xalxi zaraldeba,omi aris sashineleba.gmerto shen daipare kvela

ბარნაბა ხონელიძე   (28.02.2020)
ღმერთო,იქნება დაიშალოს თურქეთი,ჩვენ უნდა შევიყვანოთ ძალები ზემო ქართლსა და ჭანეთში!

მედეა   (28.02.2020)
რუსეთს ის მოსვლოდეს, რაც საქართველოს და მის მოძმე უკრაინას გ ა უ კ ე თ ა. ავია მისი ქმედებები, ეს სიავე მოუღებს მას ბ ო ლ ო ს. ომი საშინელებაა, ღმერთმა გვაშოროს. ჩაერევიან დიპლომატები და ალბათ, დაცხრება სიტუაცია. ერდოღანი წერას აყოლილი კაცია. სხვის ტერიტორიაზე ომის გაჩაღება --მეტად სარისკოა. ლტოლვილები არ მოგვაწყდნენ, ღმერთმა დაგვიფაროს!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×