რეზონანსი
28.02.2020

ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე, სოფელ დარჩელის მონაკვეთზე მომხდარი შემზარავი ავარიის შედეგად გარდაიცვალა სამი ადგილობრივი მოსახლე, მათ შორის ცოლ-ქმარი, დათო სოსელია და ნანა ჯალაღონია და მათი მეზობელი მამუკა ტურავა. ამის შესახებ ინფორმაციას "პრაიმ თაიმი" ავრცელებს. 

მეოთხე დაშავებული ახალგაზრდის კუზა ტორუას მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან ორზე მეტი პირის გარდაცვალება გამოიწვია. 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
1234   (28.02.2020)
კორონავირუსი კი არა ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე საქართველოსთვის. შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხი უნდა მოეთხოვოს.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×