რეზონანსი
28.02.2020

ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშია" ლიდერი, დავით ქაცარავა, სოციალურ ქსელში, წერს:

"გუშინ, სოფელ აძვიდან გატაცებული 65 წლის ელდარ გუნდიშვილი შესაძლოა უახლოეს საათებში გათავისუფლდეს.

ამისთვის საჭიროა ჯარიმის გადახდა, მისი ოდენობის შესახებ მალე მოგვაწვდიან ინფორმაციას.

გამომდინარე იქიდან, რომ. ხელისუფლება არაფრით ეხმარება გუნდიშვილების ოჯახს, მოგმართავთ თხოვნით, გავერთიანდეთ და ერთად დავეხმაროთ ამ ოჯახს.

ეს თანხა შეიძლება მერყეობდეს 80-800 ლარის ფარგლებში, რომელიც ფაქტიურად ნებისმიერი, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ოჯახისთვის საკმაოდ სერიოზულ ფინანსურ გამოწვევას წარმოადგენს. ეს ოჯახი კი სოციალურად დაუცველთა სტატუსს ატარებს.

წინასწარ დიდი მადლობა ყველას, ვინც გულთან ახლოს მიიტანს ამ ამბავს.

ძალა ერთობაშია!"

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ultra   (29.02.2020)
qacarava araseriozuli kaci xar

Vai   (28.02.2020)
Dadet ojaxis sakontaqto nomeri


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×