რეზონანსი
28.02.2020

ხარაგაულიდან თბილისის იაშვილის კლინიკაში მოზარდი მოათავსეს, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით ვირუსის სიმპტომები აქვს.

მოზარდი ამ წუთებშიც დაკვირვების ქვეშაა. ის იზოლირებულ პალატაში რჩება. მისი მშობლები კი ინფექციურში, ბოქსირებულ განყოფილებაში არიან მოთავსებულები.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი მარინა ეზუგბაია ადასტურებს, რომ მოზარდი იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული და მისი ანალიზის პასუხები მალე იქნება ცნობილი.

„ბავშვი რჩება კლინიკაში, მას იქვე გაუკეთდა ტესტირება და პასუხი როგორც კი იქნება, ყველას გეცნობებათ", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
:(:(   (29.02.2020)
ჯერ რომ გაიგოთ აქვთ თუ არა კორონა და მერე გამოაქვეყნოთ არ შეიძლება? მთელი მედია კორონას ვირუსზე პანიკას თესავთ.

Levan   (28.02.2020)
Saidan akvt xaragaylshi mcxovreb xalxc, ikneb ypro garkviot mocaxleoba cana dzan gviani ara,


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×