რეზონანსი
29.02.2020

ექიმი პულ­მო­ნო­ლო­გი და­ვით ნა­ნო­ბაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ რე­ა­ლუ­რად კო­რო­ნა­ვირუ­სი კონ­კრე­ტუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვი­ს განსაკუთრებით  სა­ში­ში. მათ შორის არაინ ისინი, ვინც მა­რი­ხუ­ა­ნას ხში­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლია.

"ნე­ბის­მი­ე­რი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა, ჰორ­მო­ნი, ეს არის ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც იწ­ვე­ვენ ჩვე­ნი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის შე­სუს­ტე­ბას. მათ იმუ­ნო­დეპ­რე­სან­ტე­ბი ჰქვია და იმუ­ნურ სის­ტე­მას აქ­ვე­ი­თე­ბენ. რო­დე­საც ვირუ­სის შეს­ვლის გზა არის ფილ­ტვე­ბი, ნარ­კო­ტი­კე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით უჯრე­დუ­ლი იმუ­ნი­ტე­ტი ლო­კა­ლუ­რად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია და ის ად­გი­ლი და­სუს­ტე­ბუ­ლი, სა­ი­და­ნაც ვირუ­სის შეჭ­რა ხდე­ბა.

სი­გა­რე­ტის ბო­ლიც მოქ­მე­დებს ფილ­ტვებ­ზე, მაგ­რამ სი­გა­რე­ტის ბოლი არ არის ისე­თი იმუ­ნო­დეპ­რე­სან­ტი, რო­გორც ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა. ნარ­კო­ტი­კი რა გზი­თაც არ უნდა მოხ­ვდეს ორ­გა­ნიზ­მში, იმუ­ნო­დეპ­რე­სი­ას იწ­ვევს, მაგ­რამ მა­რი­ხუ­ა­ნას მო­წე­ვა, პირ­და­პირ ფილ­ტვებ­ზე მოქ­მე­დებს", - განუცხადა "ამბებს" ნანობაშვილმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×