რეზონანსი
29.02.2020

თბილისში, ბარათაშვილის ხიდზე გამთენიისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, „ჰონდა ფიტის" მარკის ავტომობილი ბარათაშვილის ხიდზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც პანდუსიდან ხიდის ქვეშ გამავალ გზაზე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გადავარდა. შემთხვევის შედეგად მანქანაში მსხდომი ოთხი ადამიანი დაშავდა.

შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×