რეზონანსი
25.03.2020

44 წლის პაციენტთან ჩვენ გავიმარჯვეთ, რადგან მართლაც რომ მძიმე იყო, გადავრჩით ყველანაირ გართულებას, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი, მარინა ენდელაძე „ტვ პირველის" ეთერში საუბრობს.

„44 წლის პაციენტი მძიმე იყო ძალიან. აქ იყო მნიშვნელოვანი პნევმონია, ფილტვის საკმაოდ დიდი მოცულობა იყო მოცული პნევმონიით, დაზიანება იყო.

ამ პაციენტთან ჩვენ გავიმარჯვეთ, რადგან მართლაც რომ მძიმე იყო, გადავრჩით ყველანაირ გართულებას. ამჟამად გამოჯანმრთელებულია და გაწერილია", - ამბობს ენდელაძე.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 73-ს შეადგენს. მათგან 10 გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმში 4055, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252 ადამიანი იმყოფება.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×