რეზონანსი
25.03.2020

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის პროდუქცია მოხმარებისთვის სავსებით უსაფრთხოა - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარმა დღის ამბებში განაცხადა.

"არანაირი საფრთხე ამაში არ არსებობს. სოფლის მეურნეობის პროდუქციას ისედაც ყოველგვარი ეპიდემიის თუ პანდემიის გარეშე ყველა რეცხავს, ახლა იგივე უნდა გავაგრძელოთ. შეიძლება, ვინმე ოდნავ მეტად გულიანად გარეცხოს. საფრთხე არ არსებობს, ეს მე მრავალჯერ გადავამოწმე ჯანდაცვის ექსპერტებთან", - თქვა სუბარმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×