რეზონანსი
26.03.2020

ჩემმა თანამშრომლებმა, ახალგაზრდა გოგო-ბიჭებმა, ხახაში უნდა ჩათხარონ ნიმუშის ასაღებად ჩხირები, მათ ამ დროს ავადმყოფები სახეში ახველებენ და მათ არაფრის ეშინიათ, აცადეთ ამ ადამიანებს ნორმალურად მუშაობა, ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მარნეულში საველე ჰოსპიტალთან მოქალაქეების რიგებს შეეხებოდა.

მისივე თქმით, მსოფლიოს სხვა ქვეყნებში არათუ მოქალაქეებს, ავადმყოფებსაც კი არ უკეთებენ ტესტებს.

"ნახონ რა ხდება მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. საერთოდ უკეთებენ თუ არა ტესტს ავადმყოფებსაც კი, არათუ ასე მოსახლეობას. ეს ხდება მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყნებში. ჩვენ ყველას, ვინც კი საჭიროა ვუკეთებთ ტესტს და ეს ადამიანები, ჩემი თანამშრომლები, ახალგაზრდა გოგო -ბიჭები, ავადმყოფს პირს აღებინებენ, რომელიც ამ დროს ახველებს მათ სახეში, არ ეშინიათ და მუშაობენ. აცადეთ მათ მუშაობა. მე ყველას გთხოვთ, ეს ჩემი ახალგაზრდა თანამშრომლები, რომლებსაც არაფრის არ ეშინიათ, ვიმეორებ ახველებენ სახეში პაციენტები, აცადეთ. ხახაში უნდა ჩათხარონ ნიმუშის ასახებად ჩხირები, მათ ამ დროს ავადმყოფები სახეში ახველებენ, ეს ბუნებრივი რეაქციაა ადამიანის. აცადეთ ამ ადამიანებს მუშაობა, იმუშაონ ნორმალურად, წყნარად და ნუ მიაყენეთ ამით შეურაცხყოფას. ისინი აუღებენ ყველას ტესტს, ვინც საჭიროა, რომ გამოიკვლიონ," - განაცხადა პაატა იმნაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×