რეზონანსი
26.03.2020

ახალქალაქში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცხნობილი - ახალქალაქში ენზელ მკოიანის და და სამველ პეტროსიანის დაჯგუფებები ერთმანეთს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ შენდეგ კი ცეცხლი გახსნეს. სროლა თამარ მეფის ქუჩაზე მოხდა. ოპოზიციის ადგილობრივი ორგანიზაციის ოფისს 5 ტყვია ესროლეს. პეტროსიანი და მკოიანი დაკითხვაზე იმყოფებიან. საქმეში ფიგურირებს უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი.

მთავარი არხის ინფორმაციით, დაპირისპირება თავდაპირველად ენზელ მკოიანის ვაჟსა და სამველ პეტროსიანს შორის დაიწყო. მოგვიანებით კი ადგილზე თავად მკოიანი მივიდა. მან შეურაცხყოფა მიაყენა თავის პოლიტიკურ ოპონენტს, პეტროსიანს . "მთავარის" ინფორმაციით, არსებობენ თვითმხილველები, რომლებმაც მკოიანის ხელში ცეცხლსასროლი იარაღი შენიშნეს, მან სამველ პეტროსიანის ოფისს 5 ტყვია ესროლა.

მომხდარზე გამოძიება იარაღის უკანონო ტარებისა და ძალადობის მუხლით დაიწყო.

“ნიუპოსტი“

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×