რეზონანსი
26.03.2020

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ შამგონას ცენტრის მოპირდაპირედ რუსი სამხედროები ახალ საგუშაგოს ხსნიან. ამის შესახებ ადგილობრივებმა „პრაიმტაიმს" აცნობეს.

„5 დღეა რაც მუშაობს ტექნიკა, ბულდოზერი. შეიმჩნევა რუსი სამხედროების გადაადგილება. სავარაუდოდ, ახალ ბლოკ-პოსტს აშენებენ. ასევე გაჰყავთ გზა.

ვესაუბრეთ ოკუპირებულ თაგილონში მცხოვრებ მოსახლეობას და ისინიც ადასტურებენ ამ ფაქტს. ეს კი ჩვენი აზრით უკავშირდება ადმინისტრაციული საზღვრის სრულ გაკონტროლებას",-განუცხადა „პრაიმტაიმს" სოფელ შამგონის მკვიდრმა ლაშა ბეჭვაიამ.

როგორს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში„პრაიმტაიმს" განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურებულია „ცხელი ხაზი" და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონასთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები აწარმოებდნენ უკანონო სამუშაოებს. ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურებულია „ცხელი ხაზი" და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია",-აცხადებენ სუსში.

“პრაიმტაიმი“

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×