რეზონანსი
29.03.2020

იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 756 ადამიანი გარდაიცვალა. „კოვიდ-19"-ის მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 10 779 შეადგინა.

სულ ქვეყანაში დაფიქსირებულია კორონავირუსით დაავადების 97 ათასზე მეტი შემთხვევა.

ბოლო ერთ დღეში განიკურნა 646 ადამიანი. ამგვარად, გამოჯანმრთელებულების საერთო რიცხვმა 13 030 შეადგინა. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში სამი ათასზე მეტი პაციენტი იმყოფება.

იტალია კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×