რეზონანსი
30.03.2020

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი მანქანის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

„ადგილზე მისულს დაგვხვდა ერთი დაზარალებული და სამწუხაროდ, ერთი გარდაცვლილი. დაზარალებულს ადგილზე ჩაუტარდა პირველადი დახმარება, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და ამიტომ უარი განაცხადა ჰოსპიტალიზებაზე", - განაცხადა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მორიგე ექიმმა, ქრისტინე დანელიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×