რეზონანსი
01.04.2020

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე სოფელი ქვემო ბოლნისი დროებით ჩაიკეტა. დღეიდან ადგილობრივ მოსახლეობას სოფლის დატოვება ეკრძალება. აქტიურად მიმდინარეობს ადგილობრივი მაცხოვრებლების სამედიცინო შემოწმება.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის თქმით, მერია ყველაფერს აკეთებს, რათა მოსახლეობის ყველა საჭირო მოთხოვნილება დროულად იქნეს დაკმაყოფილებული.

,,შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სოფელი ქვემო ბოლნისი დროებით ჩაიკეტა. სოფლის მოსახლეობა ამ საგანგებო ზომების შესახებ უკვე ინფორმირებულია. ადგილობრივი მთავრობა აქტიურად მუშაობს, რათა მოსახლეობის ყველა საჭირო მოთხოვნილება დროულად იქნეს დაკმაყოფილებული. სოფლის მოსახლეობას ვთხოვ დაიცვან საკარანტინო წესები და მოთხოვნები“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×