რეზონანსი
01.04.2020

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა. ამ დროის მონაცემებით ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებული 117 შემთხვევაა რეგისტრირებული.  ამ წუთებში ბათუმიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 10 წლის ბავშვი გადმოჰყავთ. არასრულწლოვანს ახალი კორონავირუსი ლაბორატორიულად აქვს დადასტურებული. ამის შესახებ განცხადება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მასთან ერთად მგზავრობს დედაც, თუმცა უცნობია აქვს თუ არა მას კორონავირუსი. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ მასაც ტესტი ჩაუტარდება.

რაც შეეხება სხვა პაციენტებს, გუშინ ინტენსიურ განყოფილებაში გადაყვანილი პირი, რომლის მდგომარეობა მძიმე იყო გაუმჯობესდა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულების რაოდენობას, ამ დროისთვის ქვეყანაში COVID-19 23-მა პაციენტმა დაამარცხა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×