რეზონანსი
02.04.2020

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია ჟურნალისტის კითხვაზე, რეკომენდაცია "დარჩი სახლში", უნდა შეეხოს თუ არა ყველას, მათ შორის მრევლსაც? - ექიმმა პასუხობს:

"მე მართლმადიდებელი მორწმუნე ვარ, მრავალი წელია ეკლესიაში დავდივარ, ვესწრები თითქმის ყველა წირვა-ლოცვას. პატრიარქის კურთხევა რაც იქნება მე, როგორც მორწმუნე ადამიანი, ალბათ იმას შევასრულებ. ყველაფერი უფლის ნებაა ამ ქვეყანაზე, თუ მორწმუნე ადამიანს, რომელსაც სურვილი აქვს ტაძარში მივიდეს და საარდგომო ლიტურგიას დაესწროს, თუ დაიცული იქნება ყველა წესი, რომელიც მოწოდებულია ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ამ შემთხვევაში ალბათ შესაძლებელი იქნება სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრება", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ "ტვ პირველთან" საუბრისას.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×