რეზონანსი
02.04.2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოში შიდა გავრცელებამ 3-4 კვირა დააგვიანა, რადგან ყველა ვერტიკალმა მედიკოსიდან დაწყებული პრემიერ-მინისტრით დამთავრებული შესანიშნავად და იმუშავა.

„იქნება შემთხვევების სერიოზული მატება. ჩემი პროგნოზია, რომ ვინაიდან აქამდე შევძელით ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით უკეთესი მაჩვენებლით შესვლა, როდესაც დაიწყება ფართომასშტაბიანი გავრცელება ინფექციის, ჩვენ შევძლებთ ევროპის სხვა ქვეყნებთან დისტანცია შევინარჩუნოთ და თუ სხვაგან არის ასეულობით ათასები, ჩემი პროგნოზია, ჩვენთან შემთხვევებმა არ უნდა გადააჭარბოს 1000. ჩემი ვარაუდით დაახლოებიტ 1000 კაცამდე დაინფიხირდება“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×