რეზონანსი
02.04.2020

1-ელ აპრილს, ესპანეთის ნაციონალური სასამართლოს სისხლისსამართლებრივი პალატის პირველმა სექციამ მარი რიერას თავმჯდომარეობით, ტარიელი ონიანი ფულის გათეთრების მიზნით ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნაში სცნო დამნაშავედ და მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ მას  აგრეთვე ხარჯების ანაზღაურების და ჯარიმის სახით 36000 ევროს გადახდა დააკისრა.

სასამართლომ დამტკიცებულად მიიჩნია, რომ სულ მცირე 2000-დან 2005 წლამდე ის იყო ევროპის, აგრეთვე აშშ-ის ტერიტორიაზე დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხების გათეთრების მიზნით ესპანეთში შექმნილი დანაშაულებრივი დაჯგუფების ხელმძღვანელი.

აიპრესი

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×