რეზონანსი
02.04.2020

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის სისხლით გადაცემის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

მისი თქმით, საქართველოში ვიდრე მოხდება პირისგან სისხლის აღება, დამატებით ტარდება მკაცრი შემოწმება. ამასთან, პაატა იმნაძე მოქალაქეებს სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდებს.

„ჩვენმა ექიმებმა ლიტერატურას ძალიან კარგად გადახედეს. მილიონამდე ავიდა მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევები, თუმცა სისხლით გადაცემის პრეცედენტი, ყოველ შემთხვევაში რაც მათ მოიკვლიეს ლიტერატურაში, არ მოიძებნა. ყველა დონორი ყოველგვარი „კოვიდთან" დაკავშირების გარეშე, ძალიან მკაცრ შემოწმებას გადის, ვიდრე მოხდება მისგან სისხლის აღება. ეს გულისხმობს ძალიან დეტალურ გამოკითხვას, დეტალურ შეფასებას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, სიცხის გაზომვას. ასევე დაემატა დამატებით კითხვები ამ ადამიანებთან დაკავშირებით, ვინც სისხლს აბარებენ.სისხლის პრობლემები იქმნება უკვე მარაგებში. სისხლი ყოველთვის საჭიროა, ამიტომ მოვუწოდებდი ჩვენ თანამოქალაქეებს, ვინც არიან ჯანმრთელები და აქვთ ფიზიკურად ამის შესაძლებლობა, დავუკავშირდეთ უახლოეს სისხლის სადგურებს, კარგი იქნება, თუ სისხლს ჩავაბარებთ, ეს ქვეყანას ყოველთვის სჭირდება", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×