რეზონანსი
02.04.2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა სამმა პაციენტმა საავადმყოფო უკვე დატოვა.

მისივე თქმით, ასევე მიმდინარეობს კორონავირუსით ინფიცირებული რამდენიმე პაცენტის მონიტორინგი, რომლებთანაც ვირუსი ძალიან სუსტი კონცენტრაციით ისაზღვრება.

„გუშინ საღამოს 3 პაციენტს დაუდასტურდა ვირუსიდან გამოჯანმრთელება და ამ სამმა პაციენტმა დატოვა დღის განმავლობაში ცენტრი.

ჩვენი ყოფილი პაციენტების მონიტორინგი რომ ხდება pcr კვლევაზე, რამოდენიმე პაციენტთან უკვე ძალიან სუსტი კონცენტრაციით ისაზღვრება ვირუსი, რაც ნიშნავს, რომ შემდეგ კვლევაზე ალბათ მათთანაც გვექნება ვირუსისგან გამოჯანმრთელება", - განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 131 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5550 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 281 პირი. ინფორმაციისთვის, 131 ადამიანიდან 26 გამოჯანმრთელებულია.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×