რეზონანსი
03.04.2020

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების ფონზე ამ ეტაპზე საქართველოში 4500 მოქალაქე დაბრუნდა და ეს პროცესი გრძელდება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს განხორციელდება ახალი რეისები ბერლინიდან, ასევე ვარშავიდან, და შემდგომი რეისი ათენიდან და ლარნაკადან.

„ჩვენ გუშინ საზოგადოებას ვაუწყეთ ორი დამატებითი რეისის შესახებ: ეს გახლავთ 12 აპრილს რეისი ბერლინიდან და 14 აპრილს - ამსტერდამიდან. ასევე უნდა ვახსენოთ ლონდონის რეისიც, რომელიც სავარაუდოდ 4 აპრილს შესრულდება. ეს არის ის უახლოესი განრიგი, რომელსაც ჩვენს მოქალაქეებს ვთავაზობთ და ბუნებრივია ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება“ - განაცხადა ზალკალიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. მისი თქმით, აუცილებელია, რომ მოქალაქეების დაბრუნების პროცესი იყოს კარგად კოორდინირებული, კარგად ორგანიზებული და სრულ თანხვედრაში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროტოკოლით გაწერილ მოთხოვნებთან.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×