რეზონანსი
04.04.2020

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა კომენდანტის საათი დააწესა, რომელიც 20 წლამდე მოქალაქეებზე ვრცელდება. ამასთან წუხელ, ქვეყნის ლიდერმა განაცხადა, რომ ჩაიკეტება 31 ქალაქი, სადაც მხოლოდ აუცილებელი საჭიროების მანქანები შეძლებენ შესვლას. ქალაქებს შორისაა ქვეყნის ორი საკვანძო ქალაქი, სტამბული და ანკარა.

თურქეთში კორონავირუსის 20 000-ზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული. გარდაცვლილთა რიცხვმა კი 424-ს მიაღწია. დაინფიცირებულთა რიცხვი სწრაფად მატულობს და სიკვდილიანობაც იზრდება.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×