რეზონანსი
05.04.2020

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, ამერიკაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 322 995-ს მიაღწია. პანდემიას 9 149 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, შეერთებულ შტატებში ინფიცირების 11 638 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა კიდევ 697 ადამიანი.

შემთხვევები მთელი ქვეყნის მასშტაბით, 50 შტატში ფიქსირდება. ვაიომინგი ერთადერთი შტატია, სადაც გარდაცვალების ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა.

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევაა ნიუ-იორკშია გამოვლენილი, სადაც ინფიცირებულთა რადენობა 122 031-მდე გაიზარდა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობამ 4 159-ს მიაღწია.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×