რეზონანსი
06.04.2020

"ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის რამდენიმე რიგით თანამშრომელზე გაიცა დანამატი 50% ოდენობით. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის განმავლობაში ტექნიკურად ვერ მოხერხდა დანამატების გაცემა აღნიშნულ თანამშრომლებზე. რიგითი თანამშრომლების წახალისება მოხდა მარტის თვეში, თუმცა ვიაზრებთ რა ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, დანამატის სახით გაცემული თანხა სრულად დაბრუნდა ბიუჯეტში" - ასე უპასუხეს ხულოს მერიაში TV25.GE-ის მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე.

ხულოს მერია ტელევიზიას არ აწვდის ინფორმაციას თუ ვინ მიიღო პრემია. უწყება არც იმ მტკიცებულებას ასაჯაროებს, რომლის მიხედვითაც თანხების უკან დაბრუნების ფაქტი დადასტურდება.

ცნობისთვის, ხულოს მერიაში თანამშრომელებმა პრემია აიღეს - ამის შესახებ ინფორმაცია TV25.GE-ს უწყების ერთ-ერთმა თანამშრომელმა აცნობა. ინფორმირებული წყარო ყვება, რომ თანხა ამჯერად 17-მდე დასაქმებულს ჩაერიცხა. მათ შორისაა მუნიციპალიტეტის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×