რეზონანსი
06.04.2020

საქართველოში კორონავირუსისგან 39 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მონაცემები საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსის ​188 დადასტურებული შემთხვევიდან 39 პაციენტი გამოჯანმრთელებულია.

კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია ორი პაციენტი.

კარანტინის რეჟიმშია 5056 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 386.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×