რეზონანსი
07.04.2020

 კომპანია “ჯორჯიან მანგანეზმა”  ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად, 70 წელს გადაცილებული მარტოხელა მოხუცებისთვის სხვადასხვა სახის პირველადი მოხმარების პროდუქტი შეიძინა. 230 ბენეფიციარს სასურსათე პაკეტები ადგილზე მიუტანეს. 

ჭიათურის მერმა - გივი მოდებაძემ და კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებმა სოფლებში - პერევისა და გუნდაეთი, ასევე ქალაქ ჭიათურის ტერიტორიაზე მცხოვრებ ხანდაზმულ მოქალაქეებს სასურსათო კალათა პირადად გადასცეს.

"ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია თითოეული ჭიათურელის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, ამიტომ მზად ვართ, ადგილზე მივიდეთ და პროდუქტი გადავცეთ. ყველას მოვუწოდებთ სახლში დარჩენისკენ. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენს თანაქალაქელებს მოხალისეები მოემსახურებიან“, - აღნიშნა გივი მოდებაძემ.

“ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალური მმართველის, ნიკოლოზ ჩიქოვანის განცხადებით, კომპანია მზადაა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ  მოხუცებს დახმარება აღმოუჩინოს. 

 “ჯორჯიან მანგანეზი" იაზრებს რა კორონავირუსის გავრცელებით შექმნილ ვითარებას, აიღო ხანდაზმულების პირველადი საჭიროების პროდუქტით მომარაგების პასუხისმგებლობა და მათთვის სასურსათე პაკეტები შეიძინა, მოხუცებულთა უსაფრთხოება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. 

უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიის პერიოდში “ჯორჯიან მანგანეზმა” სხვა არერთი სოციალური პროექტიც განახორციელა. ერთ-ერთი მათგანი სწორედ ხანდაზმულთა პირველადი მოხმარების პროდუქტებით უზრუნველყოფაა. კიდევ ერთხელ 

მოვუწოდებ თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით რისკჯგუფის წარმომადგენლებს, დარჩნენ სახლში, რათა მალე დავამარცხოთ ეს გამოწვევა” , - განაცხადა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×