რეზონანსი
07.04.2020

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფექციით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. „სპუტნიკ-აბხაზიის" ინფორმაციით, შემთხვევა გაგრაში დაფიქსირდა. დაინფიცირებული გუდაუთას საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამის შესახებ „რესპუბლიკის" მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ლუდმილა სკორიკმა განაცხადა.

„ავადმყოფი ჰოსპოტალიზებული და იზოლირებულია. ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პაციენტი მოსკოვიდან არის ჩამოსული, სადაც მივლინებით იმყოფებოდა", - განაცხადა ლუდმილა სკორიკმა. მისი თქმით, ეპიდემიოლოგები ინფიცირებულის კონტაქტებს იკვლევენ.

სკორიკის თქმით, აღნიშნული შემთხვევა მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა და აცხადებს, რომ მომავალში მოსახლეობა გახდება მოწმე დაავადების დიდი რაოდენობისა, ვინაიდან აფხაზეთის მცხოვრებლები არ ემორჩილებოდნენ იმ მოთხოვნებს, რომელსაც "მინისტრთა კაბინეტი" აქვეყნებდა.

სანიტარული ექიმის განცხადებით, მიმდინარეობს ყველა ზომის მიღება დაინფიცირებულთა გამოსავლენად და ინფექციის შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×