რეზონანსი
22.05.2020

ეს გადაწყვეტილება ეფუძნება იმას, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია სოციალური დისტანცია და ეს კვლავ დიდხანს დარჩება ძალაში- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ტაქსებისთვის დატოვებული შეზღუდვების შესახებ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ტაქსთან მიმართებაში გარკვეული რისკები არსებობს და ეს ეხება როგორც მგზავრებს, ისევე მძღოლებს.

„მძღოლი ძალიან ხშირად იცვლის მგზავრებს და სწორედ ამ პრევენციიდან გამომდინარე ჩვენ ეს შეზღუდვა ძალაში დავტოვეთ",- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×