რეზონანსი
23.05.2020

ვლადიმერ ჟირინოვსკი: კორონავირუსის ვაქცინა პატიმრებზე უნდა გამოვცადოთ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი კიდევ ერთი სკანდალურრი ინიციატივით გამოდის. ვლადიმერ ჟირინოვსკი ხელისუფლებას სთავაზობს, როდესაც კორონავირუსის ვაქცინა იქნება მზად, ის პატიმრებზე გამოსცადონ. მისი თქმით, ვაქცინის ტესტირება მსჯავრდებულებისთვის ნებაყოფლობითი უნდა იყოს და სანაცვლოდ მათ სასჯელი უნდა გაუნახევრონ.

„თუ 2024 წელს პრეზიდენტის პოსტს მომცემთ, მზად ვარ ჩემზეც გამოსცადოთ ნებისმიერი პრეპარატი ყოველ წელს", - აცხადებს ჟირინოვსკი.

ორი დღის წინ რუსეთის მთავარმა ლიბერალ-დემოკრატმა, ხელისუფლებას, ლენინის მუმიის გაყიდვა შესთავაზა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×