რეზონანსი
23.05.2020

საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის სახელით საქართველოს საელჩოს დაუკავშირდა საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელი და წუხილი გამოთქვა, რომ ქართველი კოლეგები ჯანდაცვის მინისტრის განცხადებამ გაანაწყენა. ამის შესახებ მინისტრმა „ქრონიკაში" განაცხადა.

დავით ზალკალიანის განმარტებით, სომხური მხარე მედიაში არასწორ ინტერპრეტაციაზე საუბრობს.

„როგორც კი მედიიდან შევიტყვეთ მსგავსი განცხადების შესახებ, დიპლომატიური არხების საშუალებით გვქონდა დაუყოვნებლივი რეაგირება, მათ შორის ჩვენი საელჩო დაუკავშირდა შესაბამის სტრუქტურებს, რათა განმარტებები გაეკეთებინათ. რა თქმა უნდა, ეს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არაკორექტული იყო მეზობელი და მეგობარი ქვეყნის მიმართ ისეთი ოფიციალური პირისგან, როგორიც ჯანდაცვის მინისტრია.

ცოტა ხნის წინ დამიკავშირდა ჩვენი საელჩო ერევანში და მაცნობეს, რომ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის სახელით დარეკა საერთაშორისო დეპარტამენტის დირექტორმა და გამოთქვა წუხილი, რომ მისმა გამონათქვამმა, რომელიც მათი განმარტებით, არასწორად იყო ინტერპრეტირებული, გაანაწყენა ქართველი კოლეგები და ისინი ამის შესახებ წუხილს გამოთქვამენ და საელჩოს სთხოვა, ეს პოზიცია თბილისისთვის გადმოეცა", - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი აცხადებს, რომ სომხეთის ეპიდემიის საწინააღმდეგო სისტემა საქართველოზე უკეთესია. სომხეთის საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთში საქართველოდან ჩასულ არაერთ ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა. ტოროსიანს საქართველოს ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებში ეჭვი შეაქვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
დაჩი   (24.05.2020)
არ არის ეს ქვეყანა „მეგობარი“ ქვეყანა.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×