რეზონანსი
25.05.2020

თერმოსკრინინგი, დისტანციის დაცვა, მაგიდების განლაგება, დეზინფექცია - ეს ის არასრული ჩამონათვალია, რომლის შესრულება კაფე-ბარებსა და რესტორნებს მუშაობის გასაახლებლად მოუწევთ.

შეზღუდვები შეეხებათ როგორც მომხმარებლებს, ასევე კვების ობიექტების პერსონალსა და მათი მუშაობის პროცესს. „რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტის", რეზო გაბრიჩიძის განცხადებით, ღია სივრცეებში განთავსებულმა კვების ობიექტებმა შესაძლოა მუშაობა 8 ივნისიდან დაიწყონ.

„საკმაოდ დიდი ხანი ვიმუშავეთ გაიდლაინზე, რომლითაც პირველ ეტაპზე საუბარია ღია ტერასების გახსნაზე. გაიდლაინის მეორე ნაწილი ეხება დახურულ სივრცეებს. ველოდებით მთავრობის მწვანე შუქს, რომ რესტორნებმა მუშაობა დაიწყონ. პირველი ვერსიით ღია ტერასების გასახსნელად 8 ივნისია გამოცხადებული. თუმცა, კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით არ სახელდება", - განმარტა გაბრიჩიძემ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×