რეზონანსი
26.05.2020

თბილისის მერს, კახი კალაძეს ქართველი მუსიკოსის, მომღერლის და კომპოზიტორის ზურა დოიჯაშვილის მეგობრები წერილობით მიმართავენ:

„ბატონო კახი, მოგახსენებთ, რომ საქართველოს ერთ-ერთი ღირსეული ქართველი მომღერალი, მუსიკოსი, თავის საქმის უდაო პროფესიონალი, გამორჩეული ხმის ტემბრის ქართველი ვარსკვლავი, კოლორიტი თბილისელი – ზურა დოიჯაშვილი, ისრაელის სახელმწიფოს ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება.

ჯანმრთელობის პრობლემების გაუარესების გამო, ის დღემდე აპარატზეა მიერთებული, თუმცა ებრაელი ექიმები ზურა დოიჯაშვილის გამოჯანმრთელების საქმეში ძალ-ღონეს არ იშურებენ და ახლობლებსაც გვაიმედებენ.

რაც შეეხება ჩვენს კონკრეტულ თხოვნას თქვენთან:

– ზურა დოიჯაშვილს თბილისში უკვე აღარ აქვს საცხოვრებელი, მათი პირადი პრობლემის გამო ისინი 1 წლის წინ დარჩნენ ამ მდგომარეობაში და ოჯახით მოუწიათ ისრაელში გადასვლა.

ზურას ოჯახს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებასთან ერთად, თან დაერთო მსოფლიო პანდემია და გლობალური კრიზისი.

– გთხოვთ თბილისში მას და მის ოჯახს გადასცეთ საცხოვრებელი ფართი, სადაც ზურა დაბრუნდება ოჯახთან ერთად და გააგრძელებს თავის საყვარელ ქალაქში ცხოვრებას და მოღვაწეობას, ისევ ისეთი ენერგიული და მოტივირებული, როგორც აქამდე, პატივისცემით ბესიკ ჩუბინიძე “, – ნათქვამია წერილში.

ცნობისთვის, მომღერალი ზურა დოიჯაშვილი ისრაელის კლინიკაში, აპარატზეა შეერთებული. მისი მდგომარეობა მძიმეა. მას გულზე ოთხი შუნტირება აქვს გაკეთებული.

პეტიციას ამ დროისთვის ხელი 212-მა ადამიანმა მოაწერა. კიდევ 288 ხელმოწერაა საჭირო.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (8)
ჩაწერა სახელი
Irakli   (27.05.2020)
Daexmaret zuras ufalma dalocos da gaadzlieros

სულიკო   (27.05.2020)
ძალიან გთხოვთ დაეხმაროთზურას, სიკეთე გადამდებია, თქვენს შვილებს დახვდება თქვენი სიკეთე წინ, აბა, თქვენ იცით: მადლი ჰქენი, ქვაზე დადე, გამოივლი, წინ დაგხვდება. უფალი თქვენთან არს ბატონო კახა.

თამარი   (26.05.2020)
ბატონო კახი,გთხოვთ დაეხმაროთ და თქვენც ღმერთი დაგეხმარებათ ,ზურას და მისი ოჯახის დახმარებისათვის.

ლალი   (26.05.2020)
გთხოვთ დაეხმარეთ ბატონო კახი.

Elo basiladze   (26.05.2020)
Daexmaret raa.ogond chumat.tore bevri wamogadzakhebs gaketebul siketes.saqartveloshi kargat gakhdeba

Ilia   (26.05.2020)
Udidesi momxeralia batono zua. Ufalma dalocos da janmrteloba AR moaklos..

ლია ბასიშვილი   (26.05.2020)
ღმერთმა კარგად ამყოფოს და მშვიდობით დაბრუნებას უსურვებ იმედი მაქვს ბატონი კახი დაეხმარება...

ლელა   (26.05.2020)
ბატონო კახი.თავად ემიგრანტი ვარ 13, რომელიც უახლოეს მომავალში ოჯახით ვბრუნდები სამშობლოში და ვიცი, რას ნიშნავს დღეების თვლა სახლში, შენს მიწაზე დასაბრუნებლად ...შორიდან, შეუიარაღებელი თვალით ჩანს თქვენი დიდსულოვნება, გულისხმიერება..ქვაზე დადებული მადლისაც ბევრი მსმენია...მჯერა თქვენ ზურა დოიჯაშვილის თბილისში დასაბრუნებლად კიდევ ერთ მადლს დათესავთ. უფლის მადლი თქვენთან, ყველა გაჭირვებულთან და სრულიად საქართველოსთან


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×