რეზონანსი
26.05.2020

„მთავარი არხის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტი გაასხვისა. ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მთავარი არხის მოქმედმა მფლობელებმა ნიკა გვარამიამ და კახაბერ ანჯაფარიძემ წილის 38% გაასხვისეს.

საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ცვლილებებით, ტელევიზიის 37%-იანი წილის მესაკუთრე ბაკურ ჯახაია გახდა, რომელმაც წილში 37 ათასი ლარი ლარი გადაიხადა. ამასთან, დოკუმენტების მიხედვით, ჯახაია ვალდებულია „მთავარი არხის“ საწესდებო კაპიტალში სოლიდური თანხა შეიტანოს.

დანარჩენი 1% კახაბერ აჯნაფარიძისგან თეიმურაზ ვასილიძემ შეიძინა, რომელმაც წილში 1000 ლარი გადაიხადა.

თუმცა, „მთავარი არხის“ გასხვისების პროცესი ამით არ მთავრდება. „ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, საჯარო რეესტრში უკვე არის განცხადება შეტანილი წილების სხვა ცვლილებებთან დაკავშირებითაც, რომელიც სარეგისტრაციო ვადის დინების შეჩერების გამო ასახული ჯერჯერობით არ არის. განცხადებების მიხედვით, კახაბერ ანჯაფარიძე 38%-იან წილს BGIM LTd-ზე ყიდის, რომლის დირექტორიც ზაზა ოქუაშვილია. შეგახსენებთ, რომ ზაზა ოქუაშვილი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელიცაა, რომლის საკუთრებაშიც ტელეკომპანია „იბერია“ იმყოფებოდა. კომპანია BGIM LTd ლონდონშია რეგისტრირებული და ოქუაშვილიც რამდენიმე წელია ინგლისში იმყოფება. ამის გამო მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. ასევე, BGIM LTD წილის 1 პროცენტს ნიკა გვარმიასგანაც ყიდულობს. ამასთან, BGIM LTd-ის პარტნიორი კომპანიები – „ომეგა მოტორ ჯგუფი“, შპს „მატრიქსი“, „ბენმონტი“ და „მონტე“ გვარამიასგან 0.2%-იან წილს ყიდულობენ.

შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ საჯარო რეესტრი აღნიშნულ შეთანხმებას დაადასტურებს, ზაზა ოქუაშვილი არხის უმეტესი ნაწილის მფლობელი გახდება.

BGIM ltd – 39% (შეეძლება 39.8 პროცენტის მართვა)

ბაკურ ჯახაია – 37%

ნიკა გვარამია – 12%

მარი ანა რურუა – 2.5%

ნიკოლოზ სისაური – 3%

გიორგი რურუა – 2.5%

შპს საქართველოს უნივერსიტეტი – 2%

თეიმურაზ ვასილიძე – 1%

ბენმონტი – 0.2%

მონტე – 0.2 პროცენტი

ომეგა მოტორ ჯგუფი – 0.2 პროცენტი

მატრიქსი – 0.2

მაგული ხარებავა – 0.2 პროცენტი

ნეტგაზეთი

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
გოდერძი   (27.05.2020)
3 ლარად რამდენის ყიდვა შეუძლია ადამიანს?

tatoo   (26.05.2020)
ეს საქართველოს უნივერსიტეტი საიდან გაიჩითა ტო


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×