რეზონანსი
26.05.2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, შეზღუდვების მოხსნა და მითუმეტეს მთლიანად, უდიდეს რისკებს შეიცავს.

მისივე თქმით, ეს რისკი შედარებით ნაკლებია საქართველოსთვის, რადგან საქართველომ მყარ სტაბილიზაციას მიაღწია.

„ჩვენ მივაღწიეთ იმ სიტუაციას,როდესაც გვყავს ავადმყოფების ძალიან მცირე რიცხვი, ერთ-ერთი ყველაზე მცირე ევროპაში და გარდაცვლილების ერთ-ერთი ყველაზე მცირე რიცხვი ევროპაში. შესაბამისად, ბოლო დღეებშიც არ ფიქსირდება ერთეულ შემთხვევაზე მეტი.

ამიტომ საქართველოში შეზღუდვების მოხსნა არ შეიცავს ისეთ დიდ რისკს, როგორც იმ ქვეყნებში, რომლებიც წავიდნენ ამაზე. შეუძლებელია, ადამიანების, მოსახლეობის მოთმინება გამოსცადო თვეობით და ეკონომიკა გააჩერო თვეობით. ისინი წავიდნენ მოხსნაზე იმ პირობებში, როდესაც მათ არ აქვთ საქართველოსნაირი მაჩვენებელი,მათ აქვთ ათასობით, ათეულ ათასობით შემთხვევა და ათასობით და ათეულ ათასობით გარდაცვლილი.

მაგალითად, იგივე ევროპის ქვეყნებიც, დაწყებული საფრანგეთი,ინგლისი, ამერიკის შეერთებული შტატები, თუ ევროპის სხვა ქვეყნები, წავიდნენ ამაზე, ავადმყოფებისა და გარდაცვლილების დიდი რაოდენობის მიუხედავად",- განაცხადა ცერცვაძემ და დასძინა, რომ საქართველოსთვის უფრო დიდ რისკს შეიცავს ტურისტული სეზონის გახსნა.

„ამიტომ მე უფრო მეტი რისკი მგონია ტურისტული სეზონის გახსნა და როდესაც შემოვლენ უცხოელები, როდესაც ჩვენები დაიწყებენ მგზავრობას უცხოეთში, აქ მიმაჩნია, რომ ჩვენმა მთავრობამ, რომელიც აქამდე ძალიან კარგად მართავდა ამ კოვიდინფექციით გამოწვეულ კრიზისს, რაღაც ფანტაზია უნდა გამოიჩინოს, რაღაც ოპტიმალური ალგორითმი უნდა შექმნას, როგორ მივიღოთ უცხოელი ტურისტები ისე, რომ მათ არ დავუკარგოთ საქართველოში ჩამოსვლის სურვილი. მეორე მხრივ, ჩვენი მოსახლეობა როგორ უზრუნველყონ ისე, რა რეგულაციები დაუწესონ, რომ მათაც არ გაუქრეთ უცხოეთში მოგზაურობის სურვილი. ეს არის ყველაზე სერიოზული პრობლემა, რაც დგას ახლა ჩვენი მთავრობის წინაშე. როგორ გაართმევს ამას თავს, წინასწარ ვერ გეტყვით. იმედს ვიტოვებ, რომ კარგად გაართმევს",- განაცხადა ცერცვაძემ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×