რეზონანსი
26.05.2020

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მედიკამენტ „პლაქვენილის" გამოყენება შეწყდება, მას „ლოპინავირ/რიტონავირის" კომბინაციით ჩაანაცვლებენ.

„15-მდე სხვადასხვა მედიკამენტი იცდება მსოფლიოში, მაგრამ საქართველოს ზოგიერთი აქვს, ზოგიერთი არ აქვს. ჩვენ გავამკაცრებთ კონტროლს პლაქვენილზე და თუ სადმე ოდნავი რისკი იქნება გვერდითი მოვლენის, იქ არ დავნიშნავთ, თუმცა თუ ასეთი რისკი არ იყო, ჯერჯერობით დავნიშნავთ კვლევის ფარგლებში, რომელსაც ჩვენ ვატარებთ.

ყველაზე რეალური პრეტენდენტი პლაქვენილის ჩანაცვლებისა საქართველოში არის „ლოპინავირ/რიტონავირის" კომბინაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს. ეს არის შიდსის საწინააღმდეგი წამალი, ამიტომ საქართველოში გვაქვს და შედის სოლიდარობის კვლევის ოთხეულში. ეს იქნება ყველაზე გამართლებული", - აღნიშნა ცერცვაძემ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×