რეზონანსი
26.05.2020

როდესაც ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი მის მეუღლესთან განქორწინებას ითხოვდა, პირობა ჰქონდათ, რომ შემდეგ ნეკას 7 წელი არ ექორწინა, - ამის შესახებ „რუსთავი 2"-ის ეთერში ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნეკა დოროყაშვილის ადვოკატმა, ანა აბაშიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბასილაშვილის ოჯახს თავის დროზე ნეკა დოროყაშვილის პირადი ცხოვრების შეზღუდვის მოთხოვნა ჰქონდა და განქორწინების საქმეებს არა ნიკოლოზ ბასილაშვილი, არამედ დედამისი კურირებდა.

„ძალიან საინტერესო დეტალია და ამით ნიკოლოზ ბასილაშვილის და მისი ოჯახის წევრების მსოფლმხედველობასაც გაარკვევთ. როდესაც ისინი ავიდნენ ნეკა დოროყაშვილის სახლში, მოითხოვეს განქორწინება, კონკრეტული პირობით, რომ 7 წლის განმავლობაში ნეკას არ უნდა ექორწინა", - განაცხადა ანა აბაშიძემ.

მისივე თქმით, პირადი ცხოვრების შეზღუდვის მოთხოვნას არავინ დაეთანხმა და ცოტა ხანში ნიკოლოზ ბასილაშვილის დედამ, რომელსაც გენერალური მინდობილობა ჰქონდა, დაიწყო დავა ბავშვზე და განქორწინებაზე.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
გიო   (27.05.2020)
ეტყობა ძუკნაა

მედეა   (27.05.2020)
ეგ ნეკაც ვაჟის დედაა, დედამთილი გახდება და ნახავს თუ არ ჩაერევა შვილის აწეწილი ცხოვრების დალაგების საქმეში. მთავარია ოჯახში ცხოვრება არ აიწეწოს, თორემ, მერე ყველა ერევა! 7 წელი რატომ არ უნდა გათხოვილიყო? ალბათ, ბავშვს მამინაცვალთან ცხოვრება გაუჭირდებოდა და იმიტომ! სამწუხაროა, რომ ასე საქვეყნოდ გამოდეს ამ სახელოვანი ჩოგბურთელის პირადი ცხოვრება. ბედნიერება რომ მოეტანა ცოლს მისთვის-- რამდენით მეტ წარმატებებს მიაღწევდა იგი სპორტში, აფსუს!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×