რეზონანსი
27.05.2020

ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტვ „კავკასიის“ ეთერში საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, ვირუსი არ გამქრალა, თუმცა უკვე დადგა დრო, რომ გარკვეული რეკომენდაციების დაცვით მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლოს.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, მას ზუსტი თარიღის დასახელება გაუჭირდება, რადგან ეს მთავრობის პრეროგატივაა, თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ეტაპობრივი აღდგენის დრო უკვე მოახლოვდა. ცერცაძის განმარტებით, ეტაპობრივად აღდგენაში იგულისხმა ტრანსპორტის ამოქმედება შემდეგი თანმიმდევრობით: ავტობუსი, მეტრო და ბოლოს მიკროავტობუსი.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×