რეზონანსი
28.05.2020

„ტურისტი არ ჩავა ქვეყანაში, სადაც COVID-19 მძვინვარებს, მაგრამ მეორე მხრივ, იმ ქვეყნებიდან, სადაც ეს ინფექცია მოდებული იქნება და ვირუსი მძვინვარებს, რა თქმა უნდა, ტურისტებს უარს ვეტყვით და ვერ ჩამოვიყვანთ", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ გადაცემაში „იმედის დღე" განაცხადა.

მისივე თქმით, გარკვეული კოტროლის მექანიზმები ტურიზმისთვის განკუთვნილ რეგულაციებში ჩაიწერება იმისთვის, რომ ინფექციის შემოტანისათვის მაქსიმალურად ვიყოთ დაცული.

პაატა იმნაძის თქმით, ეს გულისხმობს ორმხრივ, მრავალმხრივ ხელშეკრულებებს სხვადასხვა ქვეყანასთან. ისინი ერთმანეთს გაუხსნიან თავისუფალ მოგზაურობას გარკვეული კონტროლის მექანიზმებით და ყველა ეს ქვეყანა უნდა იყოს უსაფრთხო.

„ტურისტულ ბიზნესში ჩართულ ადამიანებს უნდა ესმოდეთ, რომ იმდენი ტურისტი, რომელიც აქამდე შემოდიოდა, რა თქმა უნდა, ვერ შემოვა, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ კორონავირუსთან წარმატებით მებრძოლი ქვეყნის იმიჯი გამოვიყენოთ", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×