რეზონანსი
28.05.2020

„ჯორჯიან მანგანეზმა“ ორ ახალ ობიექტზე „პერევისა 2“ და „თხილისწყალი“ ოპერირება დაიწყო, ხოლო „მღვიმევსა“ და „დარკვეთში“ მოპოვებითი სამუშაოების გაფართოვებას გეგმავს.

კომპანიამ მადნის მოპოვების ალტერნატიული გზების ძიება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მოსახლეობის მიერ სოფელ შუქრუთში მაღაროების ბლოკირება მოხდა და „ჯორჯიან მანგანეზმა“ აღნიშნულ საბადოებზე მოპოვებითი სამუშაოები ვეღარ განახორციელა.

კომპანიამ ვახტური წესით დასამუშავებელ ახალ ობიექტებზე მადნის მოპოვებითი სამუშაოები ნაწილობრივ უკვე დაიწყო. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ობიექტებზე ის ადამიანები დასაქმდნენ, რომლებიც შუქრუთის მოვლენების გამო მუშაობის გაგრძელებას ვეღარ ახერხებდნენ.

„ბოლო სამი თვეა, „ჯორჯიან მანგანეზის“ რიგი ობიექტები, შუქრუთის მოვლენების გამო ბლოკირებულია. სწორედ ამიტომ, ამ პერიოდში კომპანიამ მადნის მოპოვებითი ალტერნატიული წყაროები მოიძია. ჯერჯერობით, სრულფასოვნად არც ერთი ახალი ობიექტი არ არის გაშვებული, თუმცა, ის სამუშაოები, რაც უკვე ჩატარდა რეკორდულ დროში წარიმართა და სულ მალე სრულფასოვნად ჩაეშვება. 

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ვახტურ წესზე მომუშავე ჩვენი თანამშრომლები უშუალოდ ჩაერთვნენ თავისი ახალი სამუშაო ადგილების მომზადებასა და შექმნაში. ვფიქრობ, რომ ამან ძალიან კარგი შედეგი გამოიღო და ეს იყო სწორედ ის ერთ-ერთი მოტივატორი, რომელმაც ასეთ მოკლე ვადაში ამ ობიექტების ოპერირების შესაძლებლობა მოგვცა.

„ჯორჯიან მანგანეზი“ ცდილობს, მსოფლიოსა და საქართველოში არსებული მოვლენების მიუხედავად, წინსვლა განაგრძოს, რათა სამუშაო ადგილებსა და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკას საფრთხე არ დაემუქროს“,-  აღნიშნა „ჯორჯიან მანგანეზის“ საოპერაციო დირექტორმა მერაბ ლომინაძემ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×