რეზონანსი
28.05.2020

ჯერჯერობით, ვიდრე ტურიზმი გაიხსნება, საერთაშორისო კარანტინი ისევ ძალაში დარჩება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო, თუმცა, როცა საერთაშორისო ტურიზმი გაიხსნება, დადგება უკვე სხვა რეგულაციები, რომელზეც საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ჯერჯერობით, ვიდრე ტურიზმი გაიხსნება, საერთაშორისო კარანტინი ისევ ძალაში დარჩება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო. ჩვენ კარანტინიდან დაახლოებით, 120-ზე ოდნავ მეტი პირის იდენტიფიცირება მოვახდინეთ და ამით პრევენცია გავაკეთეთ იმის, რომ კარანტინიდან ინფექცია არ გავიდა ფართოდ საზოგადოებაში. ამანაც ხელი შეუწყო ინფიცირებულების დაბალ მაჩვენებელს ქვეყანაში, ამიტომ ჯერჯერობით ასე იქნება, თუმცა, როცა საერთაშორისო ტურიზმი გაიხსნება, დადგება უკვე სხვა რეგულაციები, რომელზეც საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს", - განაცხადა გამყრელიძემ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×