რეზონანსი
29.05.2020

„პოლიტიკურად ძალიან გაიზარდა ამომრჩეველი, კარგად არჩევს თეთრსა და შავს, ზუსტად იცის, ვის უნდა ანდოს საკუთარი სამშობლო, - ამის შესახე ანალიტიკოსი ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ის საკუთარ გვედრზე წერს და Gorbi-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე აცხადებს.

„დარჩება თუ არა "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მესამე ვადით? ამ კითხვაზე პასუხი Gorbi-ის კვლევაშია. დიახ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, პოლიტიკურ პარტიას მესამე ვადით ანდობს ხელისუფლებას ამომრჩეველი, 55% მზად არის, კვლავ მმართველ პარტიას მისცეს ხმა, რაც სრულიად საკმარისია მყარი საპარლამენტო უმრავლესობის და შესაბამისად მთავრობის ჩამოსაყალიბებლად. კრიზისულ ვითარებაში, (როცა ერთად იდგა ქართველი ხალხი, ქართველი ექიმები და "ქართული ოცნება") ხელისუფლების ქმედებებს სწორად აფასებს და დადებითად არის განწყობილი 63%, ასეთი მაღალი ნდობა უპრეცენდენტოა და მმართველ ძალას პოლიტიკურ ველზე უპირობო ლიდერად აყალიბებს.

ოპოზიცია და მისი ლიდერი "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც უკვე მინისტრების პორტფელებს ინაწილებს, მხოლოდ 12% ნდობით სარგებლობს, არც ეს შედეგია გასაკვირი იმ ფონზე, თუ როგორ იქცეოდა ოპოზიცია კრიზისულ სიტუაციაში: ებრძოდა ექიმებს, მართლმადიდებლურ ეკლესიას, საკუთარ ხალხს, ავრცელებდა ყალბ ინფორმაციებს და თესავდა პანიკას. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ კვლევაში კი ის გახლავთ, რომ პოლიტიკურად ძალიან გაიზარდა ამომრჩეველი, კარგად არჩევს თეთრსა და შავს, ზუსტად იცის ვის უნდა ანდოს საკუთარი სამშობლო. 2020 წლის 31 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნებია, თუმცა დღეს უკვე ვიცით გამარჯვებულის და დამარცხებულის ვინაობა", - აცხადებს ვლადიმერ ბოჟაძე.

კომპანია GORBI-მ კვლევა ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით ჩაატარა. მონაცემები 15-დან 19 მაისამდე პერიოდს მოიცავს. GORBI-მ 1 090 ზრდასრული ადამიანი სატელეფონო მეთოდით გამოკითხა. დასაშვები ცდომილება +/- 3%-ია.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ИНЦИТАТУС   (29.05.2020)
Садаури гвариа, осиа?

სიმართლე   (29.05.2020)
ნაბოზვარო ბოჟაძე მაგასაც ვნახავთ შემოგდომაზე დედის ტყვნა რომ გექნება შერნნაირ ნაბოზვარ ექსპერტებს


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×