რეზონანსი
29.05.2020

თურმე, ირაკლი კობახიძეს განუცხადებია, რომან გოცირიძემ 5 წუთში 8 ტყუილი თქვაო. სინამდვილეში საქმე შემდეგნაირად იყო - 8 სიმართლე ვესროლე და რვავე შუბლში მოხვდა,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვით რომან გოცირიძემ დღეს, პარლამენტში სხდომაზე 5 წუთში 8 ტყუილი თქვა.

გოცირიძის თქმით, მას ტყუილი არ უთქვამს.

„აი, ეს არის 8 სიმართლე, რომელშიც აღწერილია, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა, რომელიც შემდეგ ივანიშვილმა კვირიკაშვილის მოხსნისთვის საბაბად გამოიყენა და სადაც ნაჩვენებია, რომ ქვეყანაში გაიზარდა უკიდურესი სიღარიბე პენსიონერებში, ბავშვებში და მთლიანად მოსახლეობაში", - განაცხადა გოცირიძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში გაზრდილია უმუშევართა რაოდენობა და მწარე სიმართლეა ის, რომ საქართველოში, 2019 წელს კერძო სექტორში 59 000 ადამიანით ნაკლებია დასაქმებული, ხოლო დასაქმებულთა რიცხვი იზრდება სახელმწიფო სექტორში „ნათესავების, მეგობრების და სხვათა ხარჯზე".

„ამიტომ, პრემიერ - მინისტრმა დღეს ფაქტობრივად, ფარ-ხმალი დაყარა და გაიქცა ტრიბუნიდან. ვერც ერთ შეკითხვას ვერ უპასუხა", - განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, პრემიერ მინისტრი-გიორგი გახარია საქართველოს პარლამენტში დეპუტატების კითხვებს ინტერპელაციის წესით პასუხობს.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×