რეზონანსი
30.05.2020

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-ლილოს გზაზე. ავარიის შედეგად დედა-შვილი დაშავდნენ.

"ინფო რუსთავის" ცნობით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე გადაბრუნდა.

ავარიის მთავარ გამომწვევ მიზეზად ავტომობილში შეფრენილი მწერი სახელდება. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×