რეზონანსი
30.05.2020

2 ლომი ზოოპარკის თანამშრომელს თავს დაესხა და კრიტიკული ზიანი მიაყენა, შემთხვევა 29 მაისს, ავსტრალიის ზოოპარკში მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას CBC ავრცელებს.

35 წლის ქალს თავისა და კისრის სერიოზული დაზიანებები აქვს, - ნათქვამია პოლიციისა და სასწრაფო დახმარების განცხადებაში.

ქალი ვერტმფრენით სიდნეის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

სასწრაფო დახმარების თანამშრომლი, რომელიც პირველი იყო, ვინც ქალის დასახმარებლად ზოოპარკში შევიდა, შემთხვევას „აბსოლუტურად შემაშფოთებელს" უწოდებს. „ეს ყველაზე უარესი სამუშაო იყო მათ შორის, რაც კი ოდესმე გამომიცდია", - აღნიშნა მან.

დეტექტივ გრეგ მურის განცხადებით, ორივე ლომი იზოლირებულია და საფრთხეს აღარ წარმოადგენს.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×