რეზონანსი
31.05.2020

მთელი ამ პანდემიის პერიოდში, ოპოზიცია იმდენ ქვას ისვრის, ეს ქვები რომ შეეგროვებინათ, რაღაცის ასაშენებლად ნამდვილად ეყოფოდათ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთ საკითხად ის დაასახელა, თუ რაში უნდა დაიხარჯოს ფონდში შეგროვებული თანხა, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქვეყანა დეფოლტის წინაშე აღმოჩნდება და ეს არის ოპოზიციის გეგმაც.

„თქვენ მოისმინეთ ოპოზიციის ერთი საქმიანი კითხვა, ან ალტერნატიული გეგმა, რომ გახსნის გეგმა ასეთი კი არ უნდა იყოს, ისეთი უნდა იყოს?! საერთოდ არ უსაუბრიათ. მთელი ამ კოვიდ პანდემიის პერიოდში, ოპოზიცია იმდენ ქვას ისვრის, ეს ქვები რომ შეეგროვებინათ, რაღაცის ასაშენებლად ნამდვილად ეყოფოდათ. სამწუხაროდ ასეა", - განაცხადა თალაკვაძემ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×