რეზონანსი
02.06.2020

 „დავმშვიდდეთ, დავწყნადეთ, ყველაფერი ძალიან სწორად მიდის. ამ გაერთიანების ჩამოყალიბების დღიდან, ჩვენ გეგმაზომიერად და სტრატეგიულად ვმუშაობთ. ყველას ვთხოვ, ნუ შევიტანთ დისონანსს გაერთიანებაში, ნუ გავაკეთებთ იმ საქმეს, რაც ჩვენს ოპონენტებს უნდათ“.

ამის შესახებ "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა და განმარტა, რომ მთავარი არის არა ის, რა უნდა გიორგი ვაშაძეს, ან რომელიმე პარტიას, არამედ მთავარია რა სჭირდება დღეს საქართველოს.

მისივე განცხადებით, მოსახლეობას ოპოზიციის ერთიანობისა და ურღვეობის იმედი აქვს, გარკვეული პარტიული, რადიკალური განცხადებები კი ამ ერთობას ხალხის თვალში აზიანებს.

გიორგი ვაშაძე ასევე გამოეხმაურა მის შესაძლო პრემიერობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს.

"ძალიან გამიკვირდა გუშინდელი რადიკალური განცხადებები. ერთი მხრივ საუბარია, რომ არ განგვიხილავს, მეორე მხრივ, რადიკალური განცხადებები. ხალხო, მე ჩემი კანდიდატურა ჯერ არ დამიყენებია პრემიერობაზე გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში. ეს იყო გარკვეული მოსაზრებები, რომელიც ადამიანებმა გამოთქვეს. კიდევ ერთხელ ყველას მინდა ვუთხრა და დავამშვიდო, რომ ვერცერთ შემოთხვევაში, დისონანსს, თუნდაც ასეთი განცხადებები ვერ შეიტანს ჩვენს ერთიანობაში. საქართველოს გამარჯვება არის ერთიანობაში, ერთად დგოიმაში ძალაში, ერთად დგომაში რომელიც ჩვენ უნდა გავაერთიანოთ"-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისი მოსაზრებით, "ძალა ერთობაშია"-ს პოლიტიკურ ბლოკს აუცილებლად უნდა ჰყავდეს პრემიერობის კანდიდატიც და აუცილებლად უნდა დაასახელოს გუნდიც, იმიტომ რომ ხალხი ხმას აძლევს კონკრეტულ დაპირებებზე პასუხისმგებელ ადამინებსაც, ყველაფერი გარკვეული უნდა იყოს და ამას ყველა დასავლური საარჩევნო კამპანია გვიჩვენებს.

"როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი? ფართო საზოგადოებრივი დიკუსიის, ყველა ჩართულობით, იმისათვის რომ შევთანხმდეთ, არა იმისათვის, მე რა უნდა მინდა, არამედ, საქართველოს რა სჭირდება, ვის აქვს მეტი ნდობა საზოგადოების მხრიდან. აქედან გამომდინარე, დავმშვიდდეთ, დავწყნადეთ, ყველაფერი ძალიან სწორად მიდის. ამ გაერთიანების ჩამოყალიბების დღიდან, ჩვენ გეგმაზომიერად და სტრატეგიულად ვმუშაობთ. ყველას ვთხოვ, ნუ შევიტანთ დისონანსს გაერთიანებაში, ნუ გავაკეთებთ იმ საქმეს, რაც ჩვენს ოპონენტებს უნდათ"-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
წესიერი მოქალაქე!   (02.06.2020)
იმ ქვეყნის დედაც სადაც შენ პრემიერი გახდები!!!

თენგო   (02.06.2020)
არ გინდა კი არა დაჭამთ ერთმანეთს სკამის გულისთვის. საქართველოზე დარდით აღარ გძინავთ რა. თქვენი ერთობის თქვენ თუ გჯერათ?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×