რეზონანსი
02.06.2020

ღია სივრცეში პირბადის ტარებას აზრი არ აქვს, ღია სივრცეში უფრო მნიშვნელოვანია დისტანცირება. უნდა მივეჩვიოთ, როდესაც ადამიანს შევხვდებით, დისტანციურად გავესაუბროთ. ეს ჩვევად უნდა გვექცეს, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „იმედის დღის" ეთერში განაცხადა.

„ამ ვირუსთან თანაცხოვრება არავის მოგვწონს, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. ეს ვირუსი ასე არ გაქრება, ამიტომ, როგორც შეგვიძლია მაღალი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ, გავიაზროთ, რომ ეს ვირუსი ჩვენთან ერთად არის და მასთან თანაარსებობა, რეკომენდაციების დაცვით შესაძლებელია", - აღნიშნა ინფექციონისტმა.

კითხვაზე, როდესაც ბოლო პაციენტს გაწერს და ბევრი დრო ექნება რას გააკეთებს, ინფექციონისტმა ასე უპასუხა: „ალბათ იმ ადამიანებს ვნახავ, რომლებიც დიდი ხანია არ მინახავს. თებერვლის დასაწყისიდან სამსახურის გარეთ ერთეული ადამიანია, ვისთანაც კონტაქტი მაქვს. მერე კარგად გამოვიძინებ, ძილი ყველას გვაკლია", - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×