რეზონანსი
03.06.2020

ჯანდაცვის სამინისტროში დღეს კოვიდ-19-ის პოსტკრიზისული გეგმის სამუშაო ვერსია განიხილეს.

როგორც სამინისტროში აცხადებდნენ, შეხვედრას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები ესწრებოდნენ.

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მათგან შეფასებები და რეკომენდაციები მოისმინა. საუბარი შეეხო ვირუსის მეორე ტალღასთან დაკავშირებულ მოლოდინებსა და საპასუხო სტრატეგიებს, ჰოსპიტალური და პირველადი ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებას, ასევე ტესტირების შესაძლებლობების გაზრდას. ყურადღება გამახვილდა სამედიცინო პერსონალის მობილიზებასა და მათი პროფესიული განვითარების საკითხებზე.

„მნიშვნელოვანია სისტემის სრული გაძლიერება, რათა საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, ყველა ჰოსპიტალს და ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებელს ჰქონდეს შესაძლებლობა, გაწიოს მომსახურება კოვიდ ინფექციის მართვისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, ქვეყანაში ყველა იმ მარაგის დროული და შესაბამისი მოცულობით შექმნა, რომელიც შეეხება ტესტირების კომპონენტს და ასევე, რა თქმა უნდა, პირადი დაცვის საშუალებებს. ჩვენ ვიმსჯელეთ, თუ როგორი უნდა იყოს, როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორის პასუხი, ამაში იგულისხმება თუ რა მარაგების შექმნის აუცილებლობაა კერძო სექტორში და რა კომპონენტში იქნება სახელმწიფოს თანამონაწილეობა. განვიხილეთ, თუ როგორ უნდა მოხდეს პერსონალის გადამზადება, რათა შედარებით უფრო მაღალი ტალღის შემთხვევაში თავიდან იქნას აცილებული ექიმების ინფიცირების რისკი", - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×